პოსტ-აპოკალიპტურ 2018 წელს, ჯონ კონორი მრავალრიცხოვანი მეომარი რობოტების წინააღმდეგ ადამიანთა ამბოხებას უნდა გაუძღვეს. მაგრამ, როდესაც მარკუს რაითი გამოჩნდება, კონორი ვერ ხვდება ეს ადამიანი მომავლიდან არის თუ წარსულიდან და მეგობრად არის მოსული თუ მტრად.

ორი ყველაზე მაგარი ჯაშუშს მსოფლიოში: გრეგორიო კორტესს და ინგრიდს ერთი და იგივე დავალება ჰქონდათ შესასრულებელი - მათ ერთმანეთი უნდა გაენადგურებომათ. მაგრამ პირისპირ შეხვედრას კარგი არაფერი მოუტანია: ისინი დაქორწინდნენ და მიატოვეს თავისი საქმიანობა... რამოდენიმე წლის შემდეგ შვიდი სპეცაგენტის გაუჩინარება აიძულებს მათ კვლავ დაბრუნდნენ თამაშში. ამის მიზეზი ის გახდა, რომ მათმა ყოფილმა თანამშრობლებმა, ყველაზე კარგმა პროფესიონალებმა ერთმანეთის მიყოლებით დაიწყეს გაუჩინარება. კორტესები კვლავ სჭირდება სააგენტოს, რომელსაც უნდა, რომ ჯაშუშებმა ვინმე "თითის" საიდუმლო გახსნას, რომელიც ჯარს ქმნის რობოტი ბავშვებიდან. მაგრამ ისინიც გაუჩინარდებიან... ეხლა კი აგენტების ბედი ბავშვების ხელშია

მოზარდ კოდი ბენქსს აშშ-ს ხელისუფლება დაიქირავებს, როგორც განსაკუთრებული დავალებების შემსრულებელ სპეცაგენტს. მისიის შესარულებლად საჭიროა არც ისე ზრდასრული ადამიანი და, რომლის გამოყენება ათი წლის განმავლობაში შესაძლებელი იქნება... მის პირველ დავალებაში შედის ახალგაზრდა გოგონას მოხიბლვა იმ მიზნით, რომ ხელისუფლება მის მამას დაუახლოვდეს. მამამ ნანობოუტი ააშენა (ოკეანის ზედაპირიდან ნავთობის გამწმენდი), რომელსაც ბევრად მეტი შესაძლებლობები გააჩნია, ვიდრე ამაზე განცხადებული იყო...