2027 წელი სამყარო ჩაფლულია ანარქიაში, რომელიც მასიურმა უნაყოფობამ გამოიწვია. კაცობრიობას განადგურება ემუქრება. უკანასკნელი იმედი ფეხმძიმე ქალია.

ჩენსი ერთი ჩვეულებრივი მებაღეა,რომელმაც მთელი ცხოვრება მოხუცი მეპატრონის სახლში გაატარა. მეპატრონის გარდაცვალების შემდეგ ის ქუჩაში რჩება და არაფერი იცის გარე სამყაროს შესახებ, გარდა იმისა, რაც ტელევიზორში უნახავს.

ტომ რიპლი ცდილობს მეგობარი დაარწმუნოს დაბრუნდეს სახლში, დაანებოს თავი მოგზაურობას და ფულის ხარჯვას. ტომის ოცნებაა ჰქონდეს ბევრი ფული და საზოგადოებაში თავისი ადგილი დაიმკვიდროს. სიმდიდრისგან გაზულუქებული მეგობრისგან თავგაბეზრებული ტომი გადაწყვეტს მოიცილოს ის თავიდან. მას გადაწყვეტილი აქვს თავად დაეპატრონოს ყველაფერს რაც მეგობარს ეკუთვნის.

ჰოლივუდის მსხვილი სტუდიის პროდიუსერს ბევრი მტერი ჰყავს, ის იძულებულია მრავალ პროექტსა თუ სცენარზე თქვას უარი, სწორედ ამის გამო ემტერებიან მას.

ფილმი "გზის განაპირა" არის ორ ორმოცს გადაცილებულ მამაკაცზე პოლ ჯიამატის და ტომას ჰეიდენ ჩერჩის მონაწილეობით, რომლებიც ერთი კვირით დასასვენებლად სანტა ბარბარაში მიდიან.