გულის ამაყუჩებელი ისტორია ორი გოგონასი, რომლებიც სხვადასხვა სოციალურ ფენას წარმოადგენენ. ისინი ერთმანეთს კალიფორნიაში სანაპიროზე გაიცნობენ, თუმცა ბედისწერა მათ მეგობრობას ტრაგიკულ დასასრულს უმზადებს. მდიდარი ჰილარი იღუპება განუკურნებელი დაავადებით, ხოლო ნაკლებად შეძლებული და უიღბლო სისი თავის თავზე იღებს ჰილარის პატარა გოგონას აღზრდას.
სწორედ მაშინ,როცა ჯორჯ ბენკსი, როგორც იქნა შეეგუება საკუთარი ქალიშვილის ქორწილს, ახალ ამბავს გაიგებს, რომ მალე ბაბუა გახდება...და რომ, მისი ცოლი, ნინაც, ბავშვს ელოდება. ერთდროულად შვილიშვილის და შვილის მოლოდინი, ჯორჯს აიძულებს შეცვალოს გეგმები.