კი ჰეონის, ყოფილ სადაზვერვო აგენტს, რომელიც სასიკვდილო დაავადებას ებრძვის, ადამიანის პირველი კლონის უსაფრთხო ტრანსპორტირება დაევალა. იმის გამო, რომ კლონი ინახავს უკვდავების საიდუმლოებას, ყველა მის ხელში ჩაგდებას ცდილობს. კი ჰეონი ყველაფერს აკეთებს, რათა კლონი ბოროტი განზრახვების მქონე ადამიანებისგან დაიცვას.

დოქტორ ჯეკილის და მისტერ ჰაიდის უბოროტესი საიდუმლო... ამ საშინელი ამბების შესახებ, რომლებიც სახლში ხდებოდა, მხოლოდ ერთმა ადამიანმა იცოდა ბოლომდე - მოსამსახურემ მერი რეილიმ. მხოლოდ მერი იყო იმ ყველაფრის მოწმე, რაც პატრონსა და მის საიდუმლოებით მოცულ მეგობარს შორის ხდებოდა, რომელიც მოდიოდა მხოლოდ მაშინ, როდესაც ჯეკილი სახლში არ იყო.