უკომპრომისო პოლიციის კომისარი მარსელის მთავარ ნარკობარონზე ნადირობს. კრიმინალური ავტორიტეტი ცდილობს შეიძინოს კომისარი, ისევე როგორც ბევრი სხვა მის წინ, მაგრამ მთავარი გმირი უარს ამბობს გარიგებაზე და მარტო აგრძელებს ბრძოლას.

ნიკი - მსხვილი კომპანიის მენეჯერია, მშვიდი და ზრდილობიანი ადამიანი შესანიშნავი მეოჯახის რეპუტაციით. მისი ცხოვრება მშვენიერი იყო მანამ, სანამ მოწმე არ გახდა იმისი, რამაც სრულიად შეცვალა. იმ საშინელ ღამეს მასში ჩასახლებული სისასტიკე არწმუნებს, რომ თავისი ოჯახის დასაცავად არაფრის წინაშე არ დაიხევს უკან.