მოკრივის ცხოვრებისეული თავგადასავალი, რომელიც ემოციურად საკუთარ თავს ბოლოს უღებს. სისასტიკე და მძვინვარება, რისი წყალობითაც იგი რინგზე წარმატებას აღწევს, რინგის გარეთ მის ცხოვრებას ანადგურებს.

ფილმის მთავარი გმირი, რომელიც კომიკოსად მუშაობს, იუმორით და ირონიით ყვება თავისი ცხოვრების და გარშემი მყოფი ადამიანების შესახებ. ის სკეპტიკურ ანალიზს უკეთებს წარუმატებელ შემთხვევებს პირად ცხოვრებაში, რომელშიც რამოდენიმე საყვარელი ქალი იყო.

ტობი და აჩიმი ადგილობრივი კლუბის სიამაყეები არიან,წლების მანძილზე საუკეთესო მეგობრები იყვნენ და მათ მეგობრობას საფრთხე არ ემუქრება.ისინი საზაფხულო ბანაკში წასვლას და შეჯიბრს ელოდებიან.ბერლინიდან გეი გუნდი ჩამოვა. სწორედ ამ დროს იბნევა ტობი.

სატვირთო მანქანის მძღოლი ლინკოლნ ჰოუკი ლას–ვეგასში მიემგზავრება მსოფლიო ჩემპიონატზე არმ–რესლინგში. მას უამრავი საქმე და საფიქრალი აქვს: უნდა შეხვდეს ყოფილ ცოლს, რომელიც გულის დაავადებთ კვდება; მოინახულოს, ჭიშკარის გატეხვის და მცველების გაუვნებლების შემდეგ საყვარელი სიმამრი და ნებისმიერი ფასად დაიბრუნოს ვაჟი.

ჯესი მხოლოდ 18 წლისაა, მაგრამ მან ზუსტად იცის, რა გააბედნიერებს მას: კარიერა ფეხბურთში, ისეთივე, როგორიც ცნობილ მოთამაშეს ბეკჰემს აქვს. სანამ ის ადგილობრივ ბიჭებთან ფეხბურთს თამაშობს ლონდონის პარკში, და უმტკიცებს მათ, რომ გოგოები ბიჭებზე უარესად არ თამაშობენ ფეხბურთს, მისი მშობლები, როგორც მიღებულია ტრადიციულ ინდურ ოჯახში, მისთვის ღირსეულ ქმარს ეძებენ და გეგმებს აწყობენ. ერთხელაც ჯესი ჯულზს გაიცნობს და ის დაპატიჟებს მას ქალთა საფეხბურთო სექციის ვარჯიშზე. მისი ოცნება ნელ-ნელა რეალობა ხდება.