1429 წელს მოზარდი გოგონა ფრანგული სოფლიდან მეფის წინაშე ღმერთისგან გადმოცემული შეტყობინების გადასაცემად წარსდგა, რის თანახმადაც იგი დაამარცხებდა მსოფლიოში უდიდეს ჯარს და გაათავისუფლებდა მის ქვეყანას პოლიტიკური და რელიგიური ანარქიისგან. ჟანა ამ მისიას თვალნათლივ ასრულებს და დაუჯერებელი წარმატებით იგებს ყველა ბრძოლას, იქამდე სანამ საბოლოოდ წამებით სიკვდილის განაჩენს გამოუტანენ.

ახალგაზრდა წყვილი ნიუ-იორკში ცხოვრობს.ლაურა ბავშვს ელოდება, მეუღლე კი მუდმივად დაკავებულია სამსახურში.იგი ლაურას ქალაქგარეთ სთავაზობს სახლის შეძენას. ბავშვის გაჩენის შემდეგ, დედის მდგომარეობა უარესი ხდება, მას არც კი წარმოედგინა, რომ პატარასთან ერთად ამდენი რამ დაეკისრებოდა, ამიტომაც მამას ძიძის დაქირავება უწევს, რომელიც გარკვეული დროის მერე უცნაურად იწყებს მოქცევას.