ვუდი, ბაზი და ენდის დანარჩენი სათამაშოები უკვე წლებია თაროზე აწყვია. ენდი გაიზარდა და კოლეჯში მიდის, სათამაშოები კი შეცდომით საბავშვო ბაღში აღმოჩნდებიან. მეგობრებმა ერთად უნდა მოახერხონ გაქცევა და ენდისთან დაბრუნება

სამსახურით და კარიერით შეპყრობილი არქიტექტორი სამყაროს მაკონტროლებელ პულტს იპოვნის, რისი მეშვეობითაც მისი ცხოვრების წინ და უკან გადახვევა შეუძლია. მაგრამ ყველაფერი გართულდება, როდესაც ეს პულტი მისი ცხოვრების მართვას დაიწყებს.

ხორცისმჭამელი კბილოსნები კოსმოსიდან უკან ბრუნდებიან! მას შემდეგ 2 წელი გავიდა რაც ამ არსებებმა ერთ-ერთი პატარა ქალაქის მაცხოვრებლები აიძულეს იქიდან გადახვეწილიყვნენ, მათ შორის ბრაუნების ოჯახიც. ბრედ ბრაუნი კი უკან დაბრუნდა , რათა კბილოსნების კვერცხები გაანადგუროს.