ნიუ-იორკ სითი. მელვინ უდალი ჭირვეული, აუტანელი, აკვიატებების ნევროზით დაავადებული მწერალია, რომლის ცხოვრება თავდაყირა დგება, როდესაც მის გეი-მეზობელს, საიმონს საავადმყოფოში წაიყვანენ, ხოლო საიმონის ძაღლს კი მას დაუტოვებენ. ამას გარდა, კეროლი, ერთადერთი ოფიციანტი რომელიც მას იტანს, ავადმყოფი შვილის გამო იძულებელია სამსახური მიატოვოს, ხოლო მელვინი თავის საყვარელ კაფეში ვეღარ საუზმობს....

ფილმი წარმოადგენს ჯონ ირვინგის რომანის ეკრანიზაციას. ფილმში მოთხრობილია გარპის და მისი დედის ამბავი. ბიჭს სურს სერიოზული მწერალი გახდეს, მისი დედა კი ფემინისტურ მანიფესტებს წერს, რითიც მრავალ ქალს იზიდავს.

ისინი შეკრიბეს ვანდალიზმის საქმემ, რომელიც მათმა შვილებმა ჩაიდინეს სკოლაში. მარტოხელა დედები ცხოვრების ყველა სფეროდან აწყობენ დამხმარე ჯგუფს, რათა დაეხმარონ მათ გაუმკლავდნენ ცხოვრებისეულ გამოწვევებს.

ბეტი არასოდეს ტოვებს საყვარელი საპნის ოპერის არც ერთ სერიას. მისი ქმარი მანქანებს ყიდის, თან ფულს ტეხავს, ამიტომ დაქირავებული ქილერები მას მოკლავენ. ბეტი შოკირებულია მომხდარით და გადაწყვეტს საყვარელი სერიალის მთავარი პერსონაჟი მოძებნოს, რომელიც თავდავიწყებით უყვარს.