ომისშემდგომი რომი. დიდი ხნის უმუშევარი ანტონიო რიკი სიხარულისგან მეცხრე ცაზეა – მან ბოლოს და ბოლოს იშოვა სამსახური. მაგრამ პირველივე სამუშაო დღეს მას ველოსიპედი მოპარეს, რომლის გარეშეც მუშაობა შეუძლებელია! პატარა შვილთან ბრუნოსთან ერთად ის სცდილობს დიდ ქალაქში მოპარული ველოსიპედის პოვნას, რომელზეც მისი ოჯახის ცხოვრებაა დამოკიდებული.

ყოფილი მასწავლებელი - დორა შოულობს იმით, რომ წერილებს წერს წერა-კითხვის უცოდინარი ადამიანებისთვის, რომლებიც რიო-დე-ჟანეიროს ცენტრალურ სადგურზე მოდიან. კლიენტების მიმართ გულგრილი, წერილში დოლარს იხდის, ხოლო თუ სთხოვენ მის გაგზავნას. და ის არ აგზავნის ყველა წერილს. დორას მომსახურებით სარგებლობენ 9 წლის ხოსუე და მისი დედაც. ისინი წერენ მამას. ხოსუეს არასოდეს უნახავს მამა, მაგრამ ოცნებობს მასთან შეხვედრაზე.