მოქიშპე ოჯახების ნების წინააღმდეგ რომეო მონტეკისა(ლეონარდ უაიტინგი) და ჯულიეტა კაპულეტის (ოლივია ჰასი)ერთმანეთი შეუყვარდებათ. ვნებას მინდობილი ახალგაზრდა წყვილი ბედისწერის გაურბის და იპარება, რაც მხოლოდ ტრაგედიით სრულდება. ფილმმა ორი ოსკარი მიიღო -ოპერატორის საუკეთესო ნამუშევრისა და საუკეთესო კოსტიუმებისათვის.
ქენდი - ახალგაზრდა, ლამაზი მხატვარია, დენი კი პოეტი. მათი მათრობელა სიყვარული, უსასრულო სიამოვნებისკენ მიისწრაფის. შესაძლებლობის საზღვრების გაფართოვებაში მათ გეროინი ეხმარება. როდესაც ერთად არიან მომავლის არ ეშინიათ. მათთვის სიყვარული განუყოფელად არის დამოკიდებული ნარკოტიკებზე.