კლასიკური ძველი ვესტერნი ჯონ უეინის, დინ მარტინის და რიკი ნელსონის მონაწილეობით, რომლებიც სამეულს ქმნიან: ერთი დაჭრილი, ერთი მთვრალი და ერთიც ახალგაზრდა შეიარაღებული ბანდიტია. ადგილობრივი შერიფი მათ დახმარებას სთხოვს, რათა ხელი შეუშალონ ერთერთი "ცუდი ბიჭის" ძმის ციხიდან გაქცევას. ეს ფილმი მათთვისაც არის, ვისაც ვესტერნები საერთოდ არ უყვარს.

ლეგენდარული შერიფი უაიტ ერპი უკვე ცხოვრებაგამოვლილი, დაქანცული მსროლელია, რომელიც უერთდება მის ორ ძმას მორგანს და ვირჯილს, რათა ბედი მაღაროელთა აყვავებულ ქალაქ თომბსთოუნში ეძიონ. მაგრამ როდესაც მოულოდნელად თავს ყაჩაღთა დაჯგუფება დაატყდებათ, რომელიც ქალაქს ატერორებს, ერპი იძულებული ხდება კვლავ ძველი ფორმა ჩაიცვას და დახმარება მის სახელგანთქმულ მეგობარს, დოქ ჰოლიდეის სთხოვოს.

შესანაშნავი შვიდეული ვესტენრია, რომელიც წარმოადგენს აკირა კუროსავას 1954 წლის ფილმის "შვიდი სამურაი"-ს რიმეიქს.