მოვლენები იტალიის რივიერაზე მდებარე ულამაზეს ზღვისპირა ქალაქში ვითარდება და პატარა ბიჭის სახელად ლუკას ამბავს მოგვითხრობს, რომელიც ნაყინით, მაკარონით და წყლის სკუტერით დაუვიწყარ ზაფხულს ატარებს. ლუკა ამ თავგადასავლებს თავის ახალშეძენილ საუკეთსო მეგობარს ალბერტოს უზიარებს, თუმცა მათი გართობის მიღმა ერთი დიდი საიდუმლო იმალება: ისინი სინამდვილეში ზღვის ურჩხულები არიან სხვა სამყაროდან და ოკეანის სირღმეებში ცხოვრობენ.

ლოს-ანჯელესი. ამერიკა ჩაფლულია უდიდესი დეპრესიის მორევში. მექსიკელი ლამაზმანი კამილა, სიღარიბეში ცხოვრობს და ოცნებობს ცოლად გაჰყვეს წარმატებულ ამერიკელს. ერთხელაც, ერთ იტალიელ ემიგრანტ მწერალს - არტურო ბანდინის გაიცნობს. და მის ცხოვრებაში ქარიშხალივით შემოიჭრება სიყვარული.