იაპონია, გასული საუკუნის 50-იანი წლები. ორი პატარა და - საცუკი და მეი სოფელში გადადიან საცხოვრებლად. გოგონები ტყეში საოცარ სამყაროს აღმოაჩენენ, რომელიც არაჩვეულებრივი ფუმფულა არსებებით - ტოტოროებითაა დასახლებული. ისინი მათ მალევე დაუმეგობრდებიან. ზოგი მათგანი ვებერთელაა, ზოგიც მინიატურული, მაგრამ ყველას აქვს კეთილი გული და მაგიური ძალა.

ვირიდიანას ბიძას, რომელმაც იზრუნა თავისი ძმიშვილის განათლებაზე, ძალიან უნდა ნახოს ის მონაზვნად აღკვეცამდე. სინამდვილეში ის დიდი ხანია შეყვარებულია თავის ძმისშვილზე. ეს ვნება იმდენად ააღელვებს ვირიდიანას, რომ ის გადაწყვეტს აღარ დაბრუნდეს მონასტერში.

კალიფორნიაში წასული ამირი, რამდენიმე წლის შემდეგ, მშობლიურ ავღანეთში ბრუნდება. ის ცდილობს ძველ მეგობარ ჰასანს, შვილის ხიფათისგან დახსნაში დაეხმაროს.

ფილმი დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე. მრავალწლიანი არყოფნის შემდეგ, მარტენ ჰერი ბრუნდება მშობლიურ სოფელში, რომელიც ახალგაზრდობაში ჯარში გაიქცა. წლების განმავლობაში მარტენი ბევრი რამ შეიცვალა და თანდათან ეს მეზობლებს შორის ეჭვის გაჩენას იწყებს: დაბრუნებული ადამიანი მართლაც მარტენ ჰერ? მიუხედავად იმისა, რომ მარტენს ცოლი აღიარებს, მისი უნდობლობა იზრდება.

ჟოზეს დედას არ უნდა, რომ მისი შვილი სილვიაზე დაქორწინდეს. მართალია მან ჯერ არ იცის, რომ სილვია მისი შვილისგან ფეხმძიმედაა.