გაკოტრებული ფერმერები, რომლებიც გადაიღალნენ საქათმეებზე ეშმაკი მელიის გამუდმებული თავდასხმებისგან, გადაწყვეტენ არა მარტო მტერი, არამედ მთლიანად მისი მოდგმა გაანადგურონ.

როდესაც სერიულ მკვლელს, ოკულტისტ "ჯადოქარს", ლორდ ბლექვუდს ბოლოსდაბოლოს დაიჭერენ, ლეგენდარულ გამომძიებელ შერლოკ ჰოლმსსა და მის ასისტენტს, დოქტორ ვატსონს შანსი ეძლევათ კიდევ ერთი საქმე წარმატებით დაასრულონ. მაგრამ, როდესაც ბლექვუდი სასწაულებრივად აღსდგება საფლავიდან და განაგრძობს მკვლელობებით გართობას, ჰოლმსი კვლავ მასზე ნადირობას იწყებს. პარტნიორის საცოლესთან და სკოტლანდ იარდის სულელ უფროსთან დაპირისპირებულმა უშიშარმა დეტექტივმა უნდა გახსნას საქმე, რომელსაც მკვლელობათა აბურდულ ქსელთან, ღალატთან და შავ მაგიასთან მივყავართ. ამასთანავე, მან ირენ ადლერის მომაკვდინებლად მაცდუნებელ შემოტევებს უნდა გაუძლოს.

2257 წელი. ტოდ ჰიუიტის დაბადების ადგილი არის კოლონიზებული პლანეტა ახალი სამყარო, სადაც ადამიანთა აზრებს ვიზუალურ-ხმოვანი განსახიერება აქვს და ხმაურს უწოდებენ. ბიჭი ცხოვრობს პატარა სოფელში, რომელიც დასახლებულია ექსკლუზიურად მამაკაცებით და ჯერ არ ისწავლა თავისი აზრების სხვებისგან დამალვა. ერთ დღეს, კოლონისტების მეორე ტალღის სადაზვერვო ხომალდი დაეჯახა პლანეტას, რის შედეგადაც ტოდი ცნობიერ ცხოვრებაში პირველად ხედავს გოგონას. ადგილობრივი მერი გადაწყვეტს გამოიყენოს იგი თავის ეშმაკურ გეგმებში, მაგრამ გოგონა გაურბის და ახლა მას არ შეუძლია ტოდის დახმარების გარეშე.