პირველ ნაწილში მსოფლიო ტიტულისთვის დაუვიწყარ დუელში ქულების წაგების შემდეგ როკი ბალბოა ცდილობს სპორტს თავი დაანებოს და ახალი მშვიდი ცხოვრება დაიწყოს. თუმცა წარმატებას ვერ მიაღწევს, რადგან კრივი მისი მოწოდებაა. საბოლოოდ, მიუხედავად მისი ახალგაზრდა მეუღლის პროტესტისა, როკი იღებს თავისი ძველი მეტოქე აპოლო კრიდ-ის გამოწვევას განმეორებით მატჩში. აპოლო შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია და სურს შური იძიოს პირველ ბრძოლაში მასზე მიყენებული ცემის გამო. ასე რომ, როკის ყველა შანსი აქვს დაკარგოს არა მხოლოდ ცოლი, არამედ ჯანმრთელობაც.
ჯიმი დუგანი - ყოფილი ბეისბოლისტია, ვისი დღეები დიდ ლიგაში წარსულს ჩაბარდა. მას მრწვთნელად მოიწვევენ ქალთა ბეისბოლის ლიგაში, რომელიც 1943 წელს დაარსდა, როდესაც ყველა მამაკაცი ომში იყო წასული.
როკი ბალბოას ტრენერმა და მეგობარმა აპოლო კრიდმა გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო ბრძოლაში ორმეტრიანი მოყვარულთა კრივში მსოფლიოს ჩემპიონ, საბჭოთა არმიის კაპიტან ივან დრაგოსთან. დუელი სევდიანად მთავრდება - დრაგო თავისი საფირმო დარტყმით კლავს კრიდს. როკი გადაწყვეტს შური იძიოს მეგობრის სიკვდილზე და მიუხედავად ბედნიერი და მშვიდობიანი ოჯახური ცხოვრებისა მეუღლესთან ადრიანთან ერთად, ბრუნდება კრივში. კონტრაქტის მიხედვით, დრაგო და ბალბოა ძალების გაზომვას... მოსკოვში შეძლებენ. ამიტომ, ის მიემგზავრება რუსეთის დედაქალაქში და სწორედ აქ განაახლებს დამქანცველ ვარჯიშს, ემზადება გადამწყვეტი ბრძოლისთვის.
კომედია მოუსვენარ მიცვალებულზე, რომელიც უამრავ პრობლემებს უქმნის გარშემომყოფ მეზობლებს ქალაქ ახალ ინგლისში. ადამიანი მოკლეს და რა თქმა უნდა მეზობლები უკმაყოფილონი არიან. ჰიჩკოკმა ამ ფილმით შექმნა მისთვის არადამახასიათებელი ჟანრის ბრწყინვალე კომედია.
აპოლო კრიდ-ზე გამანადგურებელი გამარჯვების მოპოვების შემდეგ, როკი დიდების სხივებში იძირება. იგი გარშემორტყმულია ფუფუნებითა და პრესტიჟით. ის ადვილად უმკლავდება საჩემპიონო ქამრის ყველა პრეტენდენტს. გადასახადები მაღალია და ვარჯიშები ხანმოკლეა და შედეგად, როკი იწყებს ცნობილი სიჩქარისა და სიზუსტის დაკარგვას. გარდა ამისა, ძველი დაზიანებები გავლენას ახდენს ყველაფერზე - ბოლოს და ბოლოს, მან ძალიან ბევრი დარტყმა გამოტოვა თავის არეში. შედეგად, როდესაც რინგზე ახალგაზრდა შეუღწევადი, ქარიშხალივით მოკრივე, სახელად ქლაბერი ჩნდება, როკი ვერ უძლებს მის გამანადგურებელ დარტყმებს და მკვდარი წონავით ეცემა. ასეთი სირცხვილის შემდეგ ყველა შორდება მას, გარდა ყოფილი მტრისა, ახლა კი მისი უბედურების თანამებრძოლისა, აპოლო კრიდი.
ვანესა - რთული დ აამავე დროს უბედური გოგონაა: დედა - მეძავი და ნარკომანი, მამინაცვალი ნარკომანი და ნაძირალა, რომელმაც ვანესა გააუპატიურა კიდეც, როცა ის 11 წლის იყო. ეგრეთწოდებული მშობლების დაპატიმრების შემდეგ გოგონა გაიქცევა სახლიდან და ცდილობს მიაღწიოს ბებიამდე, რომელიც ცხოვრობს ლოს-ანჟელესში. ამ დროს გზაზე თავის მორიგ მსხვერპლს ელოდება, სექსუალური მანიაკი და არასრულწლოვან გოგონათა მკვლელი. ვანესა ამ მკვლელის სამიზნე ხდება, მას სასიკვდილო ხიფათი ელოდება.
საბჭოთა ჩემპიონ ივან დრაგოსთან დუელის შემდეგ როკის კრივის კარიერა დასასრულს უახლოვდება. ჯანმრთელობა დაკარგულია და ასაკი უკვე ვეტერანია. და ოფლითა და სისხლით მიღებული მთელი დანაზოგი იპარება ან იხარჯება. ამიტომ მას მხოლოდ მწვრთნელობაზე გადასვლა დარჩა. მაგრამ იქაც კი ყველაფერი მშვიდად არ არის, მისი საყვარელი, პერსპექტიული სტუდენტი ტოვებს როკის და მიდის სხვა მწვრთნელთან. მაგრამ ბედის არცერთ დარტყმას არ შეუძლია როკის სტოიკური ხასიათის გატეხვა. ამ სიტუაციაშიც არ კარგავს რწმენას თავისი იღბლიანი ვარსკვლავის მიმართ და საკუთარ თავში პოულობს ძალას ახალი მიღწევებისთვის.
ჩვენ კვლავ ვხედავთ ბატონ მიაგის, ბრძენ საბრძოლო ხელოვანს კუნძულ ოკინავადან, რომელიც ერთხელ ასწავლიდა ნიჭიერ ახალგაზრდას დანიელს. ამჯერად ბატონი მიაგი გოგონას აღზრდისა და განათლებისკენ მიჰყავს! მისი ახალი სტუდენტი ამერიკელი ჯარისკაცის შვილიშვილია, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს მიაგის სიცოცხლე გადაარჩინა. ჯულის სკოლაში ცუდი რაღაცეები აქვს, დედასთან არ ეწყობა, ხულიგნებთან უსიამოვნო ამბავში მოხვდა და მთელ სამყაროზე გაბრაზდა. მიაგი დაეხმარება ჯულის განთავისუფლდეს სიბრაზის გრძნობისგან და ასწავლის მას მაქსიმალური ძალის დახარჯვას დარტყმაში.