პოლიცია ცდილობს მძევალთა გათავისუფლებაზე მომუშავე შუამავალი დენი რომენი დააპატიმროს. დენი დაჟინებით ირწმუნება, რომ მისი პარტნიორის მკვლელობაში უდანაშაულოა და რომ ის შეთქმულების მსხვერპლი გახდა. მას სჯერა, რომ შინაგან საქმეთა ბიუროს ოფისში ისეთ მტკიცებულებებს იპოვნის,რომლებიც მის უდანაშაულობას დაამტკიცებს და ამიტომ ყველა თანამშრომელს მძევლად აიყვანს. რომენი სხვა, გამოცდილი შუამავლის ადგილზე მოყვანას ითხოვს,რომ ის სიტუაციაში გაერკვეს და შეთქმულება გამოააშკარაოს.
სტივ მარტინი და ბონი ჰანტი ბეიკერების ოჯახის უფროსები არიან. ისინი არდადეგების დროს მათსავით დიდ, რვა ბავშვიან ოჯახს შეხვდებიან და პაექრობა იწყება...