ბალდევ სინგი 20 წლის წინ, ინგლისში იყო ემიგრირებული და ოჯახთან ერთად ლონდონში ცხოვროდა. მიუხედავად ამისა, მას ტრადიციები არ დაუკარგავს და ბოლომდე თავისი ქვეყნის წეს–ჩვეულებების ერთგული დარჩა. ეხლა მას სურს, რომ უფროსი ქალიშვილი - სიმრანი, ძველი მეგობრის შვილს მიათხოვოს, რომელიც პენჯაბეში ცხოვრობს...

ლეონარდო ბრმა მოზარდია, რომელსაც უნდა გაუმკლავდეს თავისი ძველი შეყვარებულის ჯოვანის ეჭვიანობას და ამავდროულად შეეცადოს თავისი ახალი მეგობრის გაბრიელის მიმართ გრძნობების დალაგება.

სამეცნიერო ფანტასტიკური ზღაპარი უცხოპლანეტელის შესახებ, რომელიც დედამიწაზე დატოვეს, პატარა ბიჭუნამ იპოვნა და დაიმეგობრა. სტივენ სპილბერგის ეს გულისამაჩუყებელი ფანტასტიკა კომერციულად ყველა დროის ერთერთი ყველაზე წარმატებული ფილმია.

ფრედი ჰეფლინი ბავშვობიდან აღფრთოვანებული იყო პოლიციით. ნაწილობრივი სიყრუის გამო პოლიციელი ვერასოდეს გამხდარიყო. თუმცა, მისი დამთმობი და ღია ბუნების გამო, ის ხდება შერიფი ნიუ-ჯერსის გარეუბანში, ნიუ-იორკის მახლობლად და ცხოვრობს ქალაქში, სადაც ძირითადად დასახლებულია მისი კოლეგები ნიუ-იორკის პოლიციისგან. მაფიის პოლიციელების გამოძიების ძაფები მო ტილდენს, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის გამომძიებელს, ქალაქში და შერიფ ფრედი ჰეფლინთან მიჰყავს. ჰეფლინი იწყებს ტილდენის დახმარებას და მალევე აღმოაჩენს, რომ მისი გმირები შეიძლება არც ისე უტყუარი იყვნენ.

13 წლის სემ ქლიარი ეჭვობს, რომ მისი უჩვეულოდ კარჩაკეტილი მეზობელი მისტერ სმიტი სინამდვილეში ლეგენდარული თავზეხელაღებული სამარიტელია, რომელიც 20 წლის წინ მკვდრად გამოაცხადეს. დანაშაულის ზრდისა და ქაოსის პირას მისული ქალაქის გამო სემი მიზნად დაისახავს, რომ მისი მეზობელი სამალავიდან გამოიტყუოს და ქალაქი გადაარჩინოს...

14 წლის ლენის მამა კვდება და ძალიან მალე სახლში ახალი მამა ჩნდება - ამაზრზენი ჯალათი, სახელად პოლინსკი. მაგრამ მან არც კი იცის, როგორი "საყვარელი" დედინაცვალი ჰყავდა .