პლასტიკური ქირურგი მასზე ახალგაზრდა სკოლის მასწავლებელთან ურთიერთობას გააბამს, სულელური ტყუილის გამოაშკარავების თავიდან ასაცილებლად კი მის ასისტენტს სთხოვს თავი ისე მოაჩვენოს თითქოს მისი ყოფილი მეუღლეა. ყველაფერი იქამდე მიდის, რომ ამ ამბავში ასისტენტის ბავშვებიც ერთვებიან და საბოლოოდ ყველა ერთად ჰავაიზე ამოყოფს თავს.

ამბავი სხვადასხვა წყვილების შესახებ, რომლებიც ბავშვის დაბადებას ელოდებიან და ამ დროს აღმოაჩენენ,რომ ცხოვრება მოულოდნელობებით არის აღსავსე.

ექიმი–სტომატოლოგის ოჯახის წევრებს შორის უცნაური ურთიერთობები ყალიბდება: მის უფროსკლასელ ქალიშვილს სძულს თავისი ფსიქიკურად დაავადებული დედა – წარსულში ცნობილი პიანისტი და მამის მიმართ ვნებას განიცდის. მამას კი მის თანაკლასელზეა შეყვარებული...