ბრიტანული რომანტიკული კომედია ადამიანებზე, რომელთაც როგორც აღმოჩნდება საერთო რამ აკავშირებთ. მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ, ისინი ერთმანეთს დაშორდებიან, მღელვარება მატულობს და შობაც ახლოვდება.

როდესაც ტერორიზმში ეჭვმიტანილი ეგვიპტელი აფრიკიდან ვაშინგტონის მიმართულებით მიმავალი რეისიდან გაუჩინარდება, მისი ამერიკელი მეუღლე და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ანალიტიკოსი ცდილობენ დაიხსნან იგი ციხიდან, რომელიც სადღაც ამერიკის გარეთ მდებარეობს.

90 წუთის განმავლობაში სამ ისტორიას ერთდროულად ვისმენთ: რესპუბლიკელი სენატორი სკეპტიკურად განწყობილ ტელე-რეპორტიორს ერთსაათიან ინტერვიუს აძლევს ავღანეთში გამარჯვების მოსაპოვებლად საჭირო სტრატეგიის შესახებ; ამავე დროს, ავღანეთის მთებს შეფარებული ორი სპეციალური რაზმი ხსნას ელოდება, რადგან მათ თალიბები უახლოვდებიან; კალიფორნიის კოლეჯში კი პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი არწმუნებს სტუდენტს, არ მიატოვოს სწავლა.