სემ ფლინი (ჰედლუნდი), კევინ ფლინის (ბრიჯისი) კომპიუტერებში გარკვეული შვილი, დაიწყებს მამამისის გაუჩინარების გამოძიებას, ამის შედეგად ის აღმოჩნდება ულმობელი პროგრამების და გლადიატორული თამაშების იმ სამყაროში სადაც კევინი 25 წელია ცხოვრობდა. კევინის ერთგულ მეგობართან ერთად მამა-შვილი გაივლიან სასიკვდილო გზას ვიზუალურად განსაცვიფრებელ კიბერ სამყაროში.
ჯეიკი და მისი მეუღლე კირა ჩინელ გოგონას მიკას იშვილებენ, და იმისთვის, რომ მიკა ჩინურ კულტურას, ენასა და ფესვებს გაეცნოს, ისინი მეორად გონიერ ანდროიდს, სახელად იანგს ყიდულობენ, რომელიც გოგონასთან ერთად იზრდება. ერთ დღეს, როდესაც ანდროიდი ფუჭდება და უბრალოდ რეაგირებას წყვეტს, ჯეიკი ხელოსანთან მიდის, რომელიც მას არავითარ იმედს არ აძლევს, მაგრამ მაინც ხსნის მოგონებებს იუნგის მკერდიდან. მთავარ გმირს ის ტექნოლოგიებისს მუზეუმში მიაქვს იმ იმედით, რომ მოიპოვებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია მისი სისტემის გაუმართავობა, სადაც ხელოვნური ინტელექტის ექსპერტი, უხსნის მას, რომ იანგის მეხსიერების ჟურნალში წვდომის მსაღებად ვირტუალური რეალობის სათვალეებია საჭირო.
ახალგაზრდა წყვილი ჯეიმსი და სოფი იღებენ უნიკალურ შესაძლებლობას გახდნენ მსოფლიოში პირველი მფლობელები ტექნოლოგიური პროგრესის უახლესი მიღწევისა - ახალი რობოტი ჰენრი, რომელიც გარეგნულად აბსოლუტურად არ განსხვავდება ჩვეულებრივი ადამიანისგან. როდესაც სამივე უახლოვდება, იცვლება მათი გაგება, თუ რას ნიშნავს იყო ადამიანი.