ჟურნალისტი მარჩელო ტკბილი ქალაქური ცხოვრების ქარ–ცეცხლში ტრიალებს. ის შეიძლება უმწეოს შევადაროთ, რომლის გარშემოც თანამედროვე ჯოჯოხეთი მძვინვარებს. მარჩელო 50–იანი წლების მიწურულს რომის "ღვთაებრივ კომედიას" ადევნებს თვალყურს. ქალები კი აჩრდილებივით ცვლიან ერთმანეთს.

ანგელოზები არ ცხოვრობენ სამოთხეში. ისინი უხილავად იმყოფებიან ადამიანების გვერდით, უსმენენ მათ აზრებს და წარმართავენ მათ ქმედებებს, ამხნევებენ და ამშვიდებენ სასოწარკვეთის მომენტებში. მაგრამ მათთვის არ არსებობს ადამიანური გრძნობების სამყარო: შავი ყავის გემო, მოჭრილი თითის ტკივილი თუ სიყვარული. ამიტომ, ზოგიერთ მათგანს ისე ეპყრობა ხალხი, ხანდახან ანგელოზი ფრთებს კარგავს და უბრალო მოკვდავად იქცევა. რა ბედი ეწევა ფილმის გმირს, რომელიც ქალის სიყვარულმა დედამიწაზე წაიყვანა.