ლებოვსკი არის ზარმაცი ადამიანი რომელიც მთელს თავის დროს ატარებს სმაში და ბოულინგის თამაშში, მოულოდნელად მისი წყნარი ცხოვრება ირღვევა. განგსტერებს ეშლებათ ის მის მოგვარე მილიონერში და ფულს სთხოვენ.

ფილმი მოგვითხრობს ამერიკული კინოს ყველაზე ოდიოზური ფიგურის - ედ ვუდის, ჰოლივუდის ისტორიაში ყველაზე ცუდ რეჟისორად აღიარებულ უცნაურ და ფერად ცხოვრებაზე!

მოსიყვარულე მაგრამ უპასუხისმგებლო მამა, დანიელ ჰილარდი, მის განრისხებულ მეუღლეს დასცილდა და ამით საშინელი დარტყმა მიიღო: სასამართლომ შვილების მონახულების უფლება კვირაში მხოლოდ ერთხელ მისცა. როცა დანიელი შეიტყობს, რომ ყოფილ ცოლს სახლის და ბავშვების მოსავლელად მოახლე სჭირდება, იგი ქალად გადაიცვამს და მისი შვილების ინგლისელი ძიძა გახდება. მალე იგი არამარტო ბავშვების საუკეთესო მეგობარი, არამედ ისეთი მშობელი გახდება, როგორიც სჯობდა თავიდანვე ყოფილიყო.

ფსიქიატრიულის ყოფილი პაციენტი, 23 წლის რიკი, ოჯახის შექმნის მიზნით, იტაცებს ნარკომან კინომსახიობ მარინას. ეს ხდება გადაღების ბოლო დღეს. ის ცდილობს დაარწმუნოს ქალი გახდეს მისი მეუღლე.