ისტორია სამი სრულიად განსხვავებული ქალისა და მათი მომხიბვლელი მამაკაცების შესახებ. ეროტიული ლორენი უმუშევარი მამაკაცის მეუღლის როლს თამაშობს, ის იძულებულია კონტრაბანდული სიგარეტებით ივაჭროს და შვილები აჩინოს, რათა არ დაიჭირონ და სასამართლოს ზედამხედველმა ქონება არ წაართვას. აგრეთვე ის ეგოისტ ქალბატონსაც განასახიერებს, რომელიც, სისულელის გამო, საყვარელს ავტომობილიდან აგდებს. და მსუბუქი ყოფაქცევის ქალსაც, რომელიც ერთი კვირით უბიწოების აღთქმას დებს.
ფილმი წარუმატებელი პროდიუსერის სასიყვარულო სამკუთხედის შესახებ მოგვითხრობს. ბრიჯიტი გაურკვევლობაშია, რადგან არ იცის ვინაა ბავშვის მამა, მისი ძველი ბოიფრენდი მარკ დარსი, თუ ახალად გამოჩენელი ჯეკი. ფილმი ეფუძნება ჰელენ ფილდინგის წიგნს, სასიყვარულო ურთიერთობებში უიღბლო ქალის შესახებ, რომელიც სულ უხერხულ სიტუაციებში ეხვევა.
ამბავი სხვადასხვა წყვილების შესახებ, რომლებიც ბავშვის დაბადებას ელოდებიან და ამ დროს აღმოაჩენენ,რომ ცხოვრება მოულოდნელობებით არის აღსავსე.