მეორე მსოფლიო ომის დროს, იტალიაში, საკონცენტრაციო ბანაკში აგზავნიან ებრაელ მამა-შვილს. როგორ დაიცვას მამამ, პატარა შვილი, სასტიკი ომის რეალობისგან. ის მთელ თავის წარმოსახვის უნარს იყენებს იმისათვის, რათა დაიცვას საყვარელი ადამიანები. ბანაკში მამა ეუბნება შვილს, რომ ყველაფერი ეს დიდი თამაშია და მთავარი პრიზი შეხვდება იმ ბიჭს, რომელიც შეძლებს და თვალში არ მოხვდება ზედამხედველებს. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა ბიჭუნას დაეჯერებინა მისი ამბავი და ცოცხალი გადარჩენილიყო.

რეჟისორ სტეფან დალდრის სოციალური დრამა, კომედია ჩრდილოეთ ინგლისის მაღაროელთა პატარა ქალაქზეა, რომელიც ეკონომიკურ კრიზისს განიცდის. მაღაროელი მუშის ვაჟი თავის თავში ბალეტის ცეკვის ნიჭს აღმოაჩენს და მამის თანხმობის გარეშე დადის ბალეტის კლასში.

საიუველიროს გაძარცვა ადვილი საქმე არაა. ნადავალის გაყოფა კი კიდევ უფრო ძნელია ! როცა არამზადების ხელში ვარდება სამკაულები მეგობრებს შორის დამოკიდებულება იცვლება.

აირის სიმპკინსი, ლონდონის Daily Telegraph-ის პოპულარული საქორწილო რუბრიკის ავტორი, ცხოვრობს მომხიბვლელ კოტეჯში ინგლისის ქალაქგარეთ. ის შეყვარებულია მამაკაცზე, რომელსაც სხვა უყვარს. სამხრეთ კალიფორნიაში შორს ცხოვრობს ამანდა ვუდსი, წარმატებული სარეკლამო სააგენტოს მფლობელი, რომელიც ქმნის რეკლამებს ფილმებისთვის. ის მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ საყვარელი ადამიანი ღალატობს მას. მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდება ორი ქალი, რომლებიც ერთმანეთს არ იცნობენ, რომლებიც ერთმანეთისგან 10 000 კილომეტრის მანძილზე ცხოვრობენ და ისინი ერთმანეთს პოულობენ.

ჯესი მხოლოდ 18 წლისაა, მაგრამ მან ზუსტად იცის, რა გააბედნიერებს მას: კარიერა ფეხბურთში, ისეთივე, როგორიც ცნობილ მოთამაშეს ბეკჰემს აქვს. სანამ ის ადგილობრივ ბიჭებთან ფეხბურთს თამაშობს ლონდონის პარკში, და უმტკიცებს მათ, რომ გოგოები ბიჭებზე უარესად არ თამაშობენ ფეხბურთს, მისი მშობლები, როგორც მიღებულია ტრადიციულ ინდურ ოჯახში, მისთვის ღირსეულ ქმარს ეძებენ და გეგმებს აწყობენ. ერთხელაც ჯესი ჯულზს გაიცნობს და ის დაპატიჟებს მას ქალთა საფეხბურთო სექციის ვარჯიშზე. მისი ოცნება ნელ-ნელა რეალობა ხდება.