რეჟისორ სტეფან დალდრის სოციალური დრამა, კომედია ჩრდილოეთ ინგლისის მაღაროელთა პატარა ქალაქზეა, რომელიც ეკონომიკურ კრიზისს განიცდის. მაღაროელი მუშის ვაჟი თავის თავში ბალეტის ცეკვის ნიჭს აღმოაჩენს და მამის თანხმობის გარეშე დადის ბალეტის კლასში.

ფილმის სიუჟეტი ვითარდება 1930 წლის გერმანიაში და მოგვითხრობს ბერლინის ერთ-ერთ ღამის კლუბში მომუშავე ამერიკელი მომღერალი ქალის სასიყვარულო თავგადასავალის შესახებ.

ახალგაზრდა მილიონერი რაული საყვარელი ადამიანის - პოპ ვარსკვლავის, ლამაზი ქერას უდროო სიკვდილს განიცდის. მისი მშობლები დაჟინებით მოითხოვენ - გულის ჭრილობის მოსაშუშებლად, რომ ის დაინიშნოს ინდოელ გოგონაზე. მაგრამ რაული თავის „პატარძლად“ აიყვანს დაუძლეველ სუს, რომელიც თანდათანობით უბრუნებს ახალგაზრდას ცხოვრების სიხარულში. არქაული ცნებების ცრურწმენები, ჩაქსოვილი თანამედროვე დასავლურ ისტორიაში, ნაჩვენებია ყრუ მელოდრამატული ეფექტებითა და თვალწარმტაცი მუსიკალური სცენებით.