მამის ავადმყოფობასთან დაკავშირებით ჯეფრი ბომონტი იძულებული გახდა დროებით დაეტოვებინა დედაქალაქის კოლეჯი და დაბრუნებულიყო მშობლიურ ქალაქში და მას მოუწია მრავალი იდუმალი და საშინელი მოვლენის გადატანა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სახლიდან არც თუ ისე შორს იპოვა ადამიანის ყური, რომელიც პოლიციას ინსპექტორ უილიამსს გადასცა.

დასავლეთ ტეხასში 1980 წელს განვითარებული ისტორია მოგვითხრობს ახალგაზრდა ვიეტნამელ ვეტერანზე, ვისი ნარკოტიკების გაყიდვის მცდელობაც მისთვის არასახარბიელად დამთავრდება. მთავარ გმირს მოუწევს ორი კილერისგან თავის გადარჩენა ფულით ავსებული ჩემოდანით, რომლებსაც ნაღდი ფულის დაბრუნება სურთ. რიო გრანდეს ახლოს მონადირე შემთხვევით წააწყდება უამრავ გვამს, ჰეროინის პარტიას და ორ მილიონ დოლარს ნაღდი ფულით. ჯობდა მას ამ ფულისთვის ხელი არ მოეკიდა.

მტკივნეული განქორწინების შემდეგ, ქალი ქალიშვილთან ერთად მშობლიურ ქალაქში ბრუნდება.ახლა მან ამ ქალაქის მცხოვრებლებთან გამკლავება უნდა შესძლოს.