ფილმი არის ჰიბრიდი - კომპიუტერული ანიმაციური გრაფიკისა და ცოცხალი მოქმედების კომბინაცია. ჩიპი და დეილი საყვარელი და ჯადოსნური მომღერლები არიან, რომლებიც ყოველთვის უსიამოვნებას განიცდიან. თუმცა, ისინი გადაარჩენენ მათ, ვისაც სასწრაფო დახმარება სჭირდება.
სწორედ მაშინ,როცა ჯორჯ ბენკსი, როგორც იქნა შეეგუება საკუთარი ქალიშვილის ქორწილს, ახალ ამბავს გაიგებს, რომ მალე ბაბუა გახდება...და რომ, მისი ცოლი, ნინაც, ბავშვს ელოდება. ერთდროულად შვილიშვილის და შვილის მოლოდინი, ჯორჯს აიძულებს შეცვალოს გეგმები.
ბობი ბოუფინგერი - მაგარი ბიჭია. არაფერია თუ ის ცუდი რეჟისორია, თანაც ყველეზე დიდი აფერისტი მთელ ჰოლივუდში. ბობმა ნამდვილი თრილერის გადაღება გადაწყვიტა. ეს უბრელო ფილმი არ იქნება. ის მას დიდ პოპულარობას და ბევრ ფულს მოუტანს. მაგრამ, ერთი პრობლემაა. მთავარი გმირი კიტ რემზი, არც აპირებს ფილმში გადაღებას.
ახალი ავანტიურა საშა ბერონ კოენისგან, 'ბორატის' ავტორისგან. ამ ჯერად ბრიტანელი კომიკოსი საკუთარ თავს ჰომოსექსუალისტებისთვის განკუთვნილი არხის ტელეწამყვანს განასახიერებს და ყველას ვისთანაც საქმეს დაიჭერს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს .
ამჯერად ბეწვიანი უცხოპლანეტელები ლოს-ანჟელესში სახლს დაესხმევიან. ისინი გააგდებენ ქუჩაში ყველა მაცხოვრებელს. კოსმოსის მონადირე მათ დასაცავად დადგება და თვითონ გახდება დევნის ობიექტი, რომელსაც დაუპატიჟებელი სტუმრები სახლის ყველა საიდუმლო ადგილასაც კი პოულობენ.
ლოს-ანჯელესის პოლიციის ვეტერანი ჯო გეველანი და მისი ახალგაზრდა თანაშემწე კეისი ქოლდენი განთქმული რეპ-ჯუფის მკვლელობას იძიებენ. ერთ-ერთი ვერსიით მკვლელობის უკან სერთეინი დგას, ცნობილი მენეჯერი, პრომოუთერი და გავლენიანი ლეიბლის მფლობელი. ის უკვე დიდი ხანია ეჭვის ქვეშ დგას სხვა რეპერების სიკვდილში, რომლებსაც მასთან კონტრაქტის დარღვევა მოუნდათ.