15 წლის გოგონას, მირაბელ მადრიგალის შესახებ, რომელიც ჯადოქრების ოჯახში დაიბადა. თუმცა, თავად გოგონა არ ფლობს ჯადოსნურ შესაძლებლობებს. მოვლენები კოლუმბიის მთებში დამალუ ადგილას, სახელწოდებით “ენკანტო”-ში ვითარდება – ჯადოსნური სამყარო, რომელშიც საოცრებები ხდება. და სწორედ მირაბელს მოუწევს მისი ოჯახის და ენკანტოს დაღუპვისგან გადარჩენა…

პატარა ინგლისური სოფელი გამოყოფილია უძველესი კედლით ზებუნებრივი პარალელური სამყაროსგან, სადაც მაგია და ჯადოქრობა სუფევს. ახალგაზრდა ტრისტან თორნი დაუფიქრებლად ჰპირდება სოფლის უმშვენიერეს გოგონას, რომ ციდან აფრენილ და კედლის მეორე მხარეს ჩამოვარდნილ ვარსკვლავს მოუტანს. გზად, უძველესი ლეგენდების კვალდაკვალ, ტრისტანი შეხვდება ყოვლისშემძლე მეფის შეთქმულ ვაჟებს, ძლევამოსილ ჯადოქარს, მეკობრე გემის კაპიტანს და მზაკვრ ვაჭარს, ასევე იპოვის თავის ნამდვილ სიყვარულს, მისი გაგების გასაღებს. არსი და ბედი, რაზეც მას მხოლოდ ოცნება შეეძლო.

გვიანი ბრინჯაოს ხანა, 1250 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე. ახლად წარმოქმნილ სახელმწიფოთა შორის კონფლიქტი იწყება, მას შემდეგ რაც ტროელი პრინცი, პარისი, სპარტის დედოფალ ელენეს დაარწმუნებს, რომ ქმარი მენელაოსი მიატოვოს და გაჰყვეს მას ტროაში. როდესაც მენელაოსი შიტყობს, რომ მისი ცოლი ტროელებმა წაიყვანეს, იგი თავის ძმას აგამენონს მის დასაბრუნებლად დახმარებას სთხოვს. აგამემნონი ძალაუფლების მოპოვების შესაძლებლობას დაინახავს და ორმოცდათი ათასი ბერძენი ათასი ხომალდით ტროასკენ გაემართება. აქილევსის დახმარებით ბერძნებს ძალუძთ ეომონ აქამდე დაუმარცხებელ ტროელებს, მაგრამ მათ როგორმე უნდა შეაჩერონ ჰექტორი, ტროელი პრინცი. მათი საბრძოლო შერკინებები და ბედისწერის წინასწარმეტყველებანი მთელ ფილმს გასდევს. ფილმი გადაღებულია ვოლფგან პეტერსენის მიერ, ჰომეროსის "ილაიდის" მიხედვით .

ფილმი "127 საათი" ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული და მოგვითხრობს იმის შესახებ,რაც ალპინისტ არონ რელსტონს იუტაში უკაცრიელ კანიონში დამტვრევის დროს თავს გადახდა. ხუთი დღის განმავლობაში რელსტონი ცდილობს გადარჩეს და საჭირო ადგილამდე მისასვლელად 65 ფუტის სიმაღლის კლდეზე, 8 მილის მანძილზე აცოცდეს. მისი თავგადასავლის განმავლობაში მას ახსენდება მეგობრები, საყვარლები, ოჯახი და ორი მთასვლელი , რომლებსაც იგი ამ შემთხვევამდე ცოტათი ადრე ნახავს. ნუთუ ეს ორი ადამიანი უკანასკნელია, ვისაც ის შეხვდა?

მდიდრების ოჯახში დაბადებულ პენელოპას უძველესი ოჯახური წყევლა ადევს, რომელიც მხოლოდ მაშინ მოეხსნება, როდესაც ვიღაც შეიყვარებს.

იოჰან ვოლფგანგ გოეთეს ნაწარმოების რუსული ეკრანიზაცია. სიუჟეტი ეფუძნება გოეთეს პოეტური დრამის პირველ ნაწილს, სადაც მოთხრობილია მარგარიტა ფაუსტის სიყვარულის ისტორია.