ლეონარდო ბრმა მოზარდია, რომელსაც უნდა გაუმკლავდეს თავისი ძველი შეყვარებულის ჯოვანის ეჭვიანობას და ამავდროულად შეეცადოს თავისი ახალი მეგობრის გაბრიელის მიმართ გრძნობების დალაგება.

ფილმს საფუძვლად უდევს ანი პოუქსის მოთხრობა, ორი შეყვარებული კოვბოის და მათი ურთიერთობების შესახებ, რომლებიც ვაიომინგის მთებში, კუზიან მთაზე ცხვრების ფარის სამწყემსად მიდიან, სადაც ერთმანეთი შეუყვარდებათ. ფილმის მოქმედება 1963-1981 წლებში ვითარდება. (ფილმი სამი ოსკარის მფლობელია)

ერთადერთი შვილის დაღუპვის შემდეგ მარტოხელა დედა ბარსელონაში მიემგზავრება, რათა მოძებნოს ბავშვის მამა, რომელმაც არაფერი იცოდა მისი არსებობის შესახებ.

რეჟისორ სტეფან დალდრის სოციალური დრამა, კომედია ჩრდილოეთ ინგლისის მაღაროელთა პატარა ქალაქზეა, რომელიც ეკონომიკურ კრიზისს განიცდის. მაღაროელი მუშის ვაჟი თავის თავში ბალეტის ცეკვის ნიჭს აღმოაჩენს და მამის თანხმობის გარეშე დადის ბალეტის კლასში.

პედრო ალმადოვარის ეს ფილმი არის სექსუალურ გადაცდომაზე 1960-იანი წლების კათოლიკურ ეკლესიაში,ესპანეთში. ფილმი ორი ბიჭის შესახებ მოგვითხრობს, რომლებსაც საშინლად ექცევიან კათოლიკურ სკოლაში და შემდგომ ცხოვრებაშიც ისინი ბევრ წინააღმდეგობას ხვდებიან თავიანთი სექსუალური ორიენტაციის გამო.

სამი ტრანსვესტიტის ისტორია, რომლებიც უდაბნოში გაემგზავრნენ - სექსუალური უმცირესობების შოუზე.

ახალგაზრდა, წარმატებულმა ფოტოგრაფმა თავისი სასიკვდილო ავადმყოფობის შესახებ შეიტყო... ეს გარემოება აიძულებს თავის განვლილ ცხოვრებას გადახედოს... ურთიერთობას საყვარელთან, დასთან, მშობლებთან.

როდესაც უცნობმა ვირუსმა დაიწყო ადამიანების მოკვლა, მხოლოდ რამდენიმემ გააცნობიერა მოსალოდნელი საფრთხე. ეს ხალხი გახდა ნამდვილი გმირები - მათ გამოიკვლიეს ეპიდემია მის ეპიცენტრში - აფრიკაში. მაგრამ ცდისა და შეცდომის შედეგად მიღებული ცოდნა საკმარისი არ იყო. და გაირკვა, რომ კაცობრიობა ახალი ჭირის ზღვარზეა.

1984 წლის ზაფხული. ერიკ ჰანტერი, რომელიც ახლახან შევიდა სკოლის ბოლო კლასში, იწყებს საკუთარი თავისთვის ახალი სამყაროს შესწავლას. მას უხერხულია მისი მიზიდულობა ბიჭების მიმართ, მაგრამ გრძნობს, რომ მალე რაღაც უნდა მოხდეს მის ცხოვრებაში...