ნამდვილი ისტორია პატიოსან ნიუ-იორკელ პოლიციელზე, რომელიც აღვირახსნილ კორუფციას ამხილებს, მხოლოდ იმისათვის, რომ თავისი ამხანგები მის წინააღმდეგ აამხედროს.

ფილმში მოთხრობილი ახალგაზდრა ბიჭის ცხოვრება, დედის მეორედ გათხოვების შემდეგ. ფილმი ნამდვილ ამბავზეა, რომელიც აღწერილია ტობიას ვულფის წიგნში.

პარიზი სიყვარულის ქალაქია, თავისუფლების ქალაქი, უდარდელი ცხოვრების ქალაქი. ყველა ოცნებობს ცხოვრებაში ერთხელ მაინც ნახოს ეიფელის კოშკი ან დააგემოვნოს ახალი კრუასანი სენის ნაპირზე. საფრანგეთის დედაქალაქის სიმსუბუქე იზიდავს ხალხს მთელი მსოფლიოდან. მაგრამ მისი მაცხოვრებლებისთვის ქალაქი ასევე უხვევს მეორე მხარეს. სამი შვილის მარტოხელა დედა გამუდმებით კამათობს თავის მოშორებულ ძმასთან. ისტორიის პატივცემული პროფესორი ებრძვის საკუთარ გრძნობებს ახალგაზრდა სტუდენტის მიმართ. საცხობის მეპატრონე კი სასოწარკვეთილებას განიცდის უიმედო მცდელობებში, რომ თავი დამხმარე მუშად აღმოჩნდეს. ყველა ეს პატარა ისტორია პარიზს აქცევს ქალაქად, რომელიც ყველას უყვარს და სძულს. დიახ, ზუსტად ასეთია პარიზი...

ბოსნიაში რიგითი მისიის დროს პილოტი კრის ბარეტი შემთხვევით ფოტოზე იმას აღბეჭდავს, რაც მას არ უნდა დაენახა და როდესაც მისი თვითმფრინავი მტრის ზურგში ჩამოვარდება , ის იძულებულია სერბების სასტიკ გენერალს გაექცეს და თავი გადაირჩინოს, რაშიც მისი მეთაური, საკუთარი კარიერის ფასად ეხმარება.

ლეგენდარული ამერიკელი პილოტის ამელია ერჰარტის ცხოვრება, რომელიც 1937 წელს მსოფლიოს გარშემო ფრენის მცდელობისას წყნარ ოკეანეზე გადაფრენისას გაუჩინარდა.