რეჟისორ როჯერ მიჩელის ბრიტანული კომედია, რომელიც ცნობილ მსახიობსა და უბრალო ლონდონელ წიგნის გამყიდველს შორის რომანზე მოგვითხრობს.

თავდავიწყებული სიყვარული ნელ-ნელა კვდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა სამზარეულოში ტრიალი გიწევს და ხედავ როგორ ბერდება შენი მეორე ნახევარი. სწორედ ამის ეშინია ალექსანდრას, როდესაც არაჩვეულებრივ ფანფანს ხვდება. თუმცა მას ფანფანთან ფიზიკური სიახლოვე არ სურს, არამედ პლატონური სიყვარული იპყრობს.

მერი ფიორეს, სან ფრანცისკოს საქორწინო ცერემონიების წამყვან ორგანიზატორს, შემთხვევით მისი ოცნების მამაკაცი, პედიატრი სტივ ედისონი გადაარჩენს, მაგრამ მალევე გაირკვევა, რომ იგი მისი კლიენტის, მდიდარი ფრენ დონოლის საქმროა. სანამ მერი აგრძელებს საქორწინო ცერემონიის მზადებას, ის და სტივი იძულებულნი ხდებიან აღიარონ, რომ ერთმანეთი ძალიან მოსწონთ.

ბრედი და კეიტი ცდილობენ მშობლებთან ერთად შეხვდნენ შობას. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ორივეს მშობლები გაშორებულები არიან და მათ ერთ დღეში ოთხ ადგილას უნდა მოასწრონ მისვლა.