მოდელი მეგნა მათურის სურვილია მუმბაიში წასვლა, მისი ოცნებაა გახდეს სუპერმოდელი. მის თვალებში ჩვენ ვხედავთ, რომ ყველაფერი მსოფლიო მოდის გლამურისა და ხიბლის მიღმა ისე არაა, როგორც ჩანს.

გაათავისუფლეთ პოდიუმი VH1-ის არხის სამგზის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო მამაკაცი მოდელის, დერეკ ზულენდერისათვის. ზულენდერი შეშფოთდება, როდესაც "მუდამ მიმზიდველი" ჰანსელ სკუტერსი მას წლის ჯილდოს ართმევს. მოდის სამყაროს ბოროტი გურუ, მუგატუ გამოიყენებს შესაძლებლობას, რომ დერეკისგან სიკვდილის მანქანა შექმნას. ეს არის კარგად მოფიქრებული შეთქმულება, და ახლა მხოლოდ ჰანსელის დახმარებითა და რამოდენიმე კარგად შერჩეული აქსესუარით ,დერეკმა უნდა შესძლოს სამყაროს გადარჩენა.