რეჟისორი იხსენებს ბავშვობას, როდესაც მას შეუყვარდა კინემეტოგრაფი და დაუმეგობრდა სოფელში კინოთეატრის კინომექანიკს.
სამედიცინო კოლეჯის სტუდენტები კლინიკური სიკვდილის ხელოვნურად გამოწვევის გზით ცდილობენ გარდაცვალების ფენომენი გამოიკვლიონ, რის შედეგადაც თითოეულ მათგანს კოშმარული ხილვები ეწყება. სიტუაცია თანდათან უმართავი ხდება.
ჯინი მწერალია, გათხოვილია და ორი შვილის დედაა. სახლში ის უცნაურ ცვლილებებს ამჩნევს. მის გარშემო ამას ვერავინ ხედავს. ოჯახის წევრები ამას მისი წიგნის დამთავრებისგან გამოწვეულ სტრესს აბრალებენ, მაგრამ ჯინი ხვდება, რომ რაღაც ბევრად ღრმა და შემაშფოთებელი ხდება. დედამისის სახლში ნაპოვნი ფოტოსურათის გამო ის იტალიაში გაემგზავრება, სადაც სხვა ქალად გადაქცეული, საკუთარი ვინაობის საიდუმლოს გაარკვევს.