ახალ ფილმში მისი გმირები წამოიზარდნენ და მათი სკოლის წლები ნელ–ნელა დასასრულს უახლოვდება.მათ კოლეჯში ჩაბარებისათვის მზადება მოუწევთ.შეძლებენ კი ისინი საყვარელი საქმის გაგრძელებას თუ მუსიკალური კარიერა მხოლოდ ერთ მათგანს აეწყობა? შეინარჩუნებენ მეგობრობას თუ სამუდამოდ დაშორდებიან ერთმანეთს? სანამ ამ კითხვებზე პასუხს იპოვიან ახალგაზრდებს სკოლის სცენაზე უკანასკნელი, ყველაზე განუმეორებელი მიუზიკლის დადგმა მოუწევთ!

მას შემდეგ რაც ელფი სახელად კრისტა შემთხვევით აპატარავებს ადამიანს სახელად ზაკი ელფის ზომაზე, ბიჭი იძულებულია დაეხმაროს ჯადოსნური სამყაროს მკვიდრთ სახლის - გვიმრების ველის - გადარჩენაში. ზაკი ახალ მეგობრებთან ერთად ცდილობს ხელი შეუშალოს მაგიური ხის მოჭრას.

მიმზიდველი და პოპულარული გოგონა, რომელიც თანატოლებს ყოველთვის ქედმაღლურად ექცეოდა, ჯადოსნური საყურეების ზემოქმედების შედეგად უცნობი მამაკაცის სხეულში აღმოჩნდება.

უდაბნოს თავს დაატყდა საშინელი ქარიშხალი, რომელშიც სატვირთო-სამგზავრო თვითმფრინავი მოხვდა. გადარჩა რამდენინე ადამიანი. წყალი და საჭმელი მხოლოდ რამდენიმე კვირა ეყოფათ. მობილური დადუმდა, რადიო გადამცემი გაფუჭდა.