მეორე მსოფლიო ომის დროს, იტალიაში, საკონცენტრაციო ბანაკში აგზავნიან ებრაელ მამა-შვილს. როგორ დაიცვას მამამ, პატარა შვილი, სასტიკი ომის რეალობისგან. ის მთელ თავის წარმოსახვის უნარს იყენებს იმისათვის, რათა დაიცვას საყვარელი ადამიანები. ბანაკში მამა ეუბნება შვილს, რომ ყველაფერი ეს დიდი თამაშია და მთავარი პრიზი შეხვდება იმ ბიჭს, რომელიც შეძლებს და თვალში არ მოხვდება ზედამხედველებს. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა ბიჭუნას დაეჯერებინა მისი ამბავი და ცოცხალი გადარჩენილიყო.

რენტონი ოცნებებით ცხოვრობს და მისი ოცნება ჰეროინია. ფილმში ნაჩვენებია, როგორ იტანჯებიან რენტონი და მისი შეუჩერებელი მეგობრები აგონიისა და ექსტაზის მდგომარეობით. სასმელი, ჩხუბი, სექსი და შოტლანდიის ყველაზე საზიზღარი ტუალეტი ირვინ უელშის რომანის ეკრანიზაცია.

ორი მკვლელი რეი და კენი ბელგიაში, ბრიუგეში ჩადიან და შემდგომ მითითბებს იქ ელოდებიან. აქ მათ საკმარისი დრო აქვთ იმისათვის, რომ მათი წინა დავალება გაიხსენონ. როდესაც კენი შემდეგ დავალებას მიიღებს, ეს სულაც არ აღმოჩნდება ის, რასაც იგი ელოდა.

ახალგაზრდა ბანკის თანამშრომელი მოკლულია, და როდესაც ის გაიგებს(უკვე მოჩვენებად გადაქცეული), რომ შემთხვევით არაა მოკლული, ეცდება თავისი საყვარელი გოგონას გაფრთხილებას საფრთხილს შესახებ. ამაში მას დაეხმარება ექსტრასენსი – ზანგი ქალი. უამრავი თავგადასავლების , კომიური სიტუაციების და გულის ამაჩუყებელი სცენების შემდეგ ისინი ერთად გამოააშკარავებენ მკვლელებს.

ალმადოვარის რიგით მეოთხე ფილმი, რომელიც თავად რეჟისორმა მიუძღვნა იტალიურ ნეორეალიზმს.

ფილმი მოგვითხრობს თოთხმეტი წლის გოგონას გამოცდილებაზე, რომელიც გააუპატიურა და მოკლა მანიაკმა მეზობელმა. ზეციდან უყურებს საოჯახო ცხოვრებას, ჰეროინი ოცნებობს უბრალო თინეიჯერულ სიხარულზე და სურდა მკვლელის დაჭერას.