სიუჟეტი ვითარდება შანხაიში. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. გავლენიან პოლიტიკურ მოღვაწეს მისტერ იის თავდავიწყებით შეუყვერდა თავისი ახალგაზრდა ცოლის დაქალი. მათი ურთიერთობა იმდენად ნაზი და მთრთოლვარეა, რომ ჩვეულებრივ ძალიან ფრთხილი იი, ვერც კი წარმოიდგენს, რომ ვანგი სულ სხვა ადამიანია!

დეტექტივი ნიკ კურანი სექსუალურად მოტივირებული მკვლელობის საქმეს იძიებს. ეჭვი ეპარება მოკლული ეკატერინეს შეყვარებულს - მწერალს, შოკისმომგვრელი რომანების ავტორის, რომელმაც თავის ბოლო წიგნში დეტალურად აღწერა აბსოლუტურად მსგავსი დანაშაული. მაგრამ მომხიბვლელ, წარმოუდგენლად სექსუალურ მწერალს აქვს მამაკაცებთან მანიპულირების საოცარი უნარი, აღვიძებს მათში ერთ-ერთ ძირითად ინსტინქტს.

ჯონათან კუპერი პანიკაშია – მისმა ბედია, თეატრალური პრიმა შარლოტა ინვუდი აღიარა ქმრის მკვლელობაში და ახლა მას ალიბი სჭირდება. მის სახლში ძარცვის დადგმის მცდელობისას, თავად კუპერი ეჭვქვეშ ექცევა და პოლიციისგან მიმალული, ევა გილის მანქანაში აღმოჩნდება. მასზე ფარულად შეყვარებული ევა გადაწყვეტს დაეხმაროს მას და ამავდროულად მიიყვანოს შარლოტა სუფთა წყალში. ევა, დარწმუნებულია, რომ ჯონათანი უდანაშაულოა და რომ შარლოტა მის დადგმას აპირებს, მზადაა შეიჭრას პრიმადონას სახლში და შეაგროვოს საჭირო მტკიცებულებები მის წინააღმდეგ...

ახალგაზრდა მამას ედმონდ მიურეის მოულოდნელად მისი აცრემლებული ყოფილი მეუღლე ჯოანი დაურეკავს, რომელიც აკანკალებული ხმით აცნობებს, რომ კემპინგში მყოფი მათი ერთადერთი 7 წლის ვაჟი უკავალოდ გაუჩინარდა. შედეგად, სიმართლის გასარკვევად ედმონდი შოტლანდიის ქალაქ ჰაილენდში მცხოვრებ მის ყოფილ მეუღლესთან მიდის, სადაც მალე ირკვევა, რომ ბიჭი გაიტაცეს, რაც მშობლებს სასოწარკვეთაში აგდებს…