სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ყველაზე აღიარებული ფილმი. რეჟისორ სტენლი კუბრიკს გადავყავართ მომავალში, კოსმოსური ხომალდის ბორტზე, რომელსაც თითქოსდა სანდო კომპიუტერი "ჰალი" მართავს.
არც თუ ისე შორეულ მომავალში ადამიანები თავის მსგავს რობოტებს ქმნიან. დევიდი –რობოტი ბიჭუნაა, რომელსაც ნამდვილი გრძნობები და ემოციები აქვს და ოცნებობს ნამდვილ ადამიანად იქცეს.
პოსტ-აპოკალიპტურ 2018 წელს, ჯონ კონორი მრავალრიცხოვანი მეომარი რობოტების წინააღმდეგ ადამიანთა ამბოხებას უნდა გაუძღვეს. მაგრამ, როდესაც მარკუს რაითი გამოჩნდება, კონორი ვერ ხვდება ეს ადამიანი მომავლიდან არის თუ წარსულიდან და მეგობრად არის მოსული თუ მტრად.