გილბერტმა თავის ავადმყოფ ძმას და ჭარბი წონის მქონე დედას უნდა მოუაროს, რაც გილბერტის ახალ სასიყვარულო ურთიერთობას ხელს უშლის.

ფერდინანდი და მისი შვილის ძიძა მარიანა სახლიდან გარბიან და ზღვისკენ მიდიან. ფერდინანდი მდიდარ ცოლს ტოვებს, მარიანა კი ბანდიტებთან დაკავშირებულ პრობლემებს. ისინი სამოთხისმაგვარ, განმარტოვებულ კუნძულზე ხვდებიან.

ნიუ-იორკ სითი. მელვინ უდალი ჭირვეული, აუტანელი, აკვიატებების ნევროზით დაავადებული მწერალია, რომლის ცხოვრება თავდაყირა დგება, როდესაც მის გეი-მეზობელს, საიმონს საავადმყოფოში წაიყვანენ, ხოლო საიმონის ძაღლს კი მას დაუტოვებენ. ამას გარდა, კეროლი, ერთადერთი ოფიციანტი რომელიც მას იტანს, ავადმყოფი შვილის გამო იძულებელია სამსახური მიატოვოს, ხოლო მელვინი თავის საყვარელ კაფეში ვეღარ საუზმობს....