მისი ბავშვობის სიყვარულის და საცოლის სიკვდილით გაგიჟებული ლეგენდარული შოტლანდიელი მებრძოლი უილიამ უოლასი ადგილობრივი ინგლისელი ლორდის ჯარისკაცებს მუსრს გაავლებს. ეს სოფელს ამბოხებამდე მიიყვანს და საბოლოოდ მთელი ქვეყანა ინგლისური მმართველობის წინააღმდეგ აჯანყდება.
16 წლის ლიამი რთულ ოჯახში ცხოვრობს: დედა ციხეში ზის, მამინაცვალი და ბაბუა - ნარკოტიკებით ვაჭრობენ, ორი წლით უფროსი და - მარტო ზრდის პატარა შვილს. იმისათვის, რომ დედა მამინაცვალზე დამოკიდებულებისგან იხსნას, ლიამი გადაწყვიტავს ფული იშოვნოს ...
შოტლანდიის მთები 1700იანი წლები, რობ როი ცდილობს მართოს პატარა ქალაქი და ადგილობრივი დიდებულისგან იღებს სესხს, რათა მსხვილფეხა პირუტყვი შეიძინოს. როდესაც რობს ფულს მოპარავენ, ის იძულებული ხდება რობინ ჰუდივით იცხოვროს, რათა დაიცვას საკუთარი ოჯახი და სახელი.
ამჯერად ცნობილი ფრანგი პოლიციელი - კომისარი ჟუვი ფანტომასს ძველებურ შოტლანდიურ ციხე-სიმაგრეში ებრძვის.
ინგლისი, 50-იანი წლები. ახალგაზრდა ჯო ბორანზე მუშაობს, სადაც ცხოვრობენ ლეისი, მისი ცოლი - ელა და მათი შვილი. ოდესღაც ჯო მწერალი იყო, მაგრამ ახლა გლაზგოსა და ედინბურგს შორის დაცურავს და ქვანახშირი გადააქვს. ელთხელაც კაცები არხში, გარდაცვლილი გოგონას ცხედარს პოულობენ. დაღუპულის ვინაობა არავინ იცის, ჯო კი მალავს, რომ ოდესღაც ისინი საყვარლები იყვნენ.