"ანდრეი რუბლიოვის" გადაღების დასრულების შემდეგ, ფილმი აკრძალეს და მხოლოდ საერთაშორისო კინოფესტივალებზე უჩვენებდნენ. სურათი გენიალური რუსი ხატმწერის შესახებ მოგვითხრობს.
ლუი ბუნუელის ყველაზე სურეალისტური ფილმები, რომლებიც ცალკეული ეპიზოდებისაგან შესდგება. ყველაზე ცნობილია წვეულების სცენა, სადაც სტუმრები სკამების ნაცვლად უნიტაზებზე სხდებიან. ქალები კაბას იწევენ, მამაკაცები კი - შარვალს.
ავსტრიელი მთასვლელი ჰაინრიჰ ჰარერი ჰიმალაებში ოჯახის გარეშე მიემგზავრება, რათა 1939 წლის ექსპედიციას უხელმძღვანელოს. მაგრამ მეორე მსოფლიო ომი იწყება და ამპარტავან ჰარერს მოკავშირე ძალები ხელთ იგდებენ, როგორც სამხედრო ტყვეს. იგი სხვა პატიმარათან ერთად ტყვეობას თავს აღწევს და ლიასოში, ტიბეტში მიემგზავრება. აქ ის 14 წლის დალაი ლამას შეხვდება. მასთან მეგობრობა საბოლოოდ შეცვლის ჰარერის მსოფლმხედველობას და შეხედულებას ცხოვრების შესახებ.
პარიზის ლუვრში კურატორის - ჟაკ სონიერის ცხედარია ნაპოვნი. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მძიმე ჭრილობის მიუხედავად, სონიერმა მოახერხა წარწერების გაკეთება, რომელშიც ითხოვდა პროფესორ რობერტ ლენგდონთან დაკავშირებას. გამომძიებელს კი, მასზე აქვს ეჭვი. სხვა აზრი აქვს სონიერის შვილიშვილს - სოფი ნევეს, რომელიც ლენგდონს გაქცევაში ეხმარება, რის შემდეგაც ორივეს პოლიცია ეძებს.