სურათის სიუჟეტი სამი დის, სამი სრულიად განსხვავებული ინდივიდის ცხოვრებას ასახავს. მათი სასიყვარულო ისტორიების ეპიცენტრი კი, ერთ-ერთი მათგანის ოჯახში მადლიერების დღეს გამართული წვეულება აღმოჩნდება.
ტაივანელი ამერიკელი მამამაკაცი ბედნიერად ცხოვრობს ნიუ-იორკში თავის მეგობარ ბიჭთან ერთად. ის გეგმავს ცოლად მოიყვანოს ჩინელი გოგონა, რომელსაც მოქალაქეობის მიღება სურს, რათა ამით დააწყნაროს მშობლები ტაივანში. ქაოსი იწყება, როცა მისი მშობლები მოულოდნელად ნიუ-იორკში ჩამოდიან.
ალის ტეიტი 16 წელია გათხოვილია და ჰყავს 2 შვილი, ერთხელ ის შეხვდება საქსაფონისტ ჯოს, რომელიც შეუყვარდება.
ნიჭიერი ნიუ-იორკელი ბარმენი იამაიკაზე სამსახურს შოულობს და ულამაზესი გოგონაც შეუყვარდება.
ეს ისტორია, ცოდვის ქალაქში, ორი ადამიანის თავს დატრიალდა. აღვირახსნილი ღამის მეორე დილით წყვილი აღმოაჩენს, რომ დაქორწინებულები არიან. ერთ-ერთი მათგანი კი მეორის 25 ცენტიანით დიდ ჯეკპოტს მოხსნის. ჯეკპოტის დასაკუთრებისათვის ბრძოლის პროცესში კი მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ.