ეს იყო უკანასკნელი დღე, რომელიც მათ სკოლაში გაატარეს. მათ ეს დღე არასოდეს დაავიწყდებათ, თუკი შეძლეს მისი გახსენება.

რეჟისორი ვუდი ალენი შეეცადა ვარსკვლავები შეეკრიბა და ძალები კლასიკური ამერიკული მუზიკის ჟანრში მოესინჯა. რომანტიკული კომედია სიყვარულზე და ურთიერთობებზე, რომლის სიუჟეტიც ნიუ-იორკში ვენეციასა და პარიზში ვითარდება.

ამერიკელი ჟურნალისტი სუ ჩარლტონი, გაზეთ Newsday-ის იმპერიის ხელმძღვანელის ქალიშვილი, ჩადის ავსტრალიაში, რათა მოახდინოს რეპორტაჟი ავსტრალიელ ნიანგებზე მონადირე მიკ ჯ. დანდიზე, რომელიც ცნობილია მეტსახელად "ნიანგი". იგი აწყობს შეხვედრას ნიანგის კომპანიონთან ვალტერ რეილისთან, რომელიც ახალგაზრდა ჟურნალისტს დანდის აცნობს. ჟურნალისტი მონადირესთან ერთად სამ დღეს ატარებს ავსტრალიის უდაბნოში, ეცნობა ადგილობრივ ატრაქციონებს და თავად ნიანგს და მოულოდნელად გამოხატავს მის მიმართ სიმპათიას...

ფილმი შედგება სამი ნოველისაგან და გადაღებულია ფრენსის ფორდ კოპოლას, ვუდი ალენის და მარტინ სკორსეზეს მიერ.