ეს ვიქტორიანული ჭკუისსასწავლებელი ისტორიაა მოხუც ძუნწ მამაკაცზე, ებენეზერ სკრუჯზე, რომელიც ერთი ღამის მანძილზე გადაიტანს განწმენდის გამოცდას... მისტერ სკრუჯი - ფინანსისტია, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება სიმდიდრის შეგროვებას მიუძღვნა. მას სძულს ყველაფერი, ფულის გარდა, მეგობრობის, სიყვარულის და საშობაო დღესასწაულების ჩათვლით...

ფილმში მოვლენები შობის წინა დღეებში ვითარდება. ხალხმრავალ სავაჭრო ცენტრში სადგომზე ქალბატონი ერთ–ერთ მანქანაზე ხელწერილს დატოვებს.ოთხი კრიმინალი სადგომზე დაბრუნებისას ამ ხელწერილს აღმოაჩენენ და ქალის დევნას დაიწყებენ.მაგრამ მათ ვერ წარმოედგინათ,რომ ქალბატონს გადარჩენის დიდი შანსი აქვს.