ოჯახი ყიდულობს სახლს შორეულ და ძალიან მშვიდ სოფელში. მათ ყავთ ათი წლის ქალიშვილი ჩიხირა, რომელიც, როგორც ყველა მისი ასაკის ბავშვი ძალიან ცნობისმოყვარეა. ერთერთ მზიან დღეს ის პოულობს, რაღაცას გვირაბის მაგვარს, რომლლის მეორე მხარეს სხვა სამყაროა, რომელიც განსხვავდება ამ სამყაროსგან თავისი უცნაურობებით, საიდუმლოებით და იდუმალებით. უცნობი ძალა პატარა გოგონას შეიტყუებს გვირაბში და ის აღმოჩნდება სხვა, იმ სამყაროში, რომელსაც შორიდან ხედავდა. თავიდან მას ეშინოდა, მაგრამ მერე მიეჩვია და ნახა ძალები აჯობოს თავის თავში შიშის გრძნობას და სამუშაოზე მოწყობაც მოახერხა.
ახალგაზრდა პრინცი აშიტაკა, ურჩხულის მოკვლით, სასიკვდილოდ დაიწყევლა. მკითხავმა უმკითხავა, რომ მხოლოდ თავად მას შეუძლია საკუთარი ბედის შეცვლა. მამაცი მეომარი გაემგზავრა სახიფათო მოგზაურობაში. ის აღმოჩნდება იდუმალ ქვეყანაში, სადაც ადამიანები ბოროტი ქალბატონის სათავეში ტყის ბინადართ ეომებიან: სულებს, ეშმაკებს და გიგანტურ არსებებს, რომელთა მსგავსნი აშიტაკას არასოდეს უნახავს.
ქარების ველს - ერთ-ერთ სამეფოს, რომელიც საშინელ ბიოლოგიურ კატასტროფას გადაურჩა, საფრთხე ემუქრება. ბოროტების შეჩერება და მსოფლიოს გადარჩენა მხოლოდ უშიშარ და კეთილ პრინცესა ნავსიკაიას შეუძლია.
გოგონა მთვარეულია და ძილში ლაპარაკისას ქალაქ საილენტ ჰილს ახსენებს. მშობლები მას ძილში ნახსენებ ადგილას წაიყვანენ. გზაში ისინი ავტოავარიაში მოყვებიან და გოგონას დაკარგავენ. ისინი შვილის ძებნას შეუდგებიან, მაგრამ ჯერ არ იციან იმ ხიფათის შესახებ, რაც საილენტ ჰილში იმალება.
დინ კორსო, იშვიათი პუბლიკაციების ძიების, შეფასების და შეძენის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი, იღებს უჩვეულო, მაგრამ ძალიან მომგებიან შეკვეთას ოკულტური წიგნების მსოფლიოში უდიდესი ბიბლიოთეკის მფლობელისგან: კოლექციის გვირგვინის ავთენტურობის დასადგენად, მე-17 საუკუნის ტომი სახელწოდებით "ცხრა კარიბჭე მოჩვენებათა სამეფოსკენ", რომლითაც, ლეგენდის თანახმად, შეგიძლიათ თავად ლუციფერს უწოდოთ. მას ექნება საშიშროებითა და საიდუმლოებით სავსე მოგზაურობა ევროპაში. მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა მეცხრე კარიბჭის საიდუმლოს ამოხსნის გზაზე, ცხედრები, რომლებსაც დინ კორსო ცოტა ხნის წინ შეხვდა, დაიწყება მისი ბოროტი ჭეშმარიტება. მას ესმის, რომ ამ ეშმაკურ თამაშში სასწორზე მხოლოდ მისი სიცოცხლე კი არა, სულიც დგება.