მიუხედავად იმისა რომ იგი 35 წლის არის, ალექსი 13 წლის ბავშვივით იქცევა. მთელ დღეებს და საღამოებს ვიდეო თამაშების გატესტვაში და იქს-ბოქსის ახალი თამაშის შექმნაში ატარებს. მაგრამ მას სახლიდან გააგდებენ და ამიტომ ბებიასთან გადასვლა უწევს.

ეს ისტორია, ცოდვის ქალაქში, ორი ადამიანის თავს დატრიალდა. აღვირახსნილი ღამის მეორე დილით წყვილი აღმოაჩენს, რომ დაქორწინებულები არიან. ერთ-ერთი მათგანი კი მეორის 25 ცენტიანით დიდ ჯეკპოტს მოხსნის. ჯეკპოტის დასაკუთრებისათვის ბრძოლის პროცესში კი მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ.

ნატურალი კრისტოფ შვენკი არის პოლიციელი ფრანკფურტში, რომელიც აღმოჩნდება სხვა მამაკაცთან სასიყვარულო ურთიერთობაში. ერთ დღეს ის იღვიძებს უცნობ საწოლში უცნობ მამაკაცთან ერთად. ის შოკშია. შეყვარებულთან უსიამოვნება აქვს, წინა დღეს კი აღვირახსნილი წვეულება იყო. გაირკვა, რომ მას ეძინა ჰომოსექსუალ არმენ ფონ ედგართან, ლამაზ ავტომექანიკოსთან, რომელიც მას შეუყვარდება.