ახალგაზრდა მამაკაცი ვიტეკი, ცდილობს იპოვოს საკუთარი თავი და საქმე. ის ყველაფერს ცდილობს, ხან პარტიაში ეწერება, ხან რელიგიური ხდება, ხან სტუდენტურ მოძრაობაში ერთვება.
„დღის ბოლოს“ - სიყვარულის ისტორიაა. ისეთი სიყვარულის, რომელზეც არც კი ლაპარაკობენ. ფილმის გმირებს დრო არ აქვთ სიყვარულისთვის, რადგან ისინი მოსამსახურეები არიან. სადღაც ომი მძვინვარებს, აქ კი, ორ ადამიანს ერთმანეთი შეუყვარდებათ.
მშობლიურ პარიზში შეწუხებული ახალგაზრდა ქსავიე მიდის საოცარ და არაპროგნოზირებად ბარსელონაში, სადაც იკრიბებიან სტუდენტები მთელი ევროპიდან. ხმაურიან იტალიელთან, საქმიან ინგლისელთან, ზედმიწევნით გერმანელთან, ცეცხლმოკიდებულ ესპანელ ქალთან და დაუღალავ დანიელთან ერთად პატარა ბინაში რომ დასახლდა, აპირებს სწავლას და მხოლოდ სწავლას. თუმცა მალევე ხვდება, რომ ასეთ ხალისიან კომპანიაში მოულოდნელი და მხიარული თავგადასავლები ელის, შესაძლოა, თავბრუდამხვევი სიყვარულიც!