საოცარი ბავშების უცნაური ოჯახის წევრები ისევ ერთიანდებან, როდესაც მათ მამა ავადმყოფობის შესახებ შეატყობინებს...

ვანესა - რთული დ აამავე დროს უბედური გოგონაა: დედა - მეძავი და ნარკომანი, მამინაცვალი ნარკომანი და ნაძირალა, რომელმაც ვანესა გააუპატიურა კიდეც, როცა ის 11 წლის იყო. ეგრეთწოდებული მშობლების დაპატიმრების შემდეგ გოგონა გაიქცევა სახლიდან და ცდილობს მიაღწიოს ბებიამდე, რომელიც ცხოვრობს ლოს-ანჟელესში. ამ დროს გზაზე თავის მორიგ მსხვერპლს ელოდება, სექსუალური მანიაკი და არასრულწლოვან გოგონათა მკვლელი. ვანესა ამ მკვლელის სამიზნე ხდება, მას სასიკვდილო ხიფათი ელოდება.

ამერიკული ოჯახის რისკით სავსე მოგზაურობაზე ჩქარ მდინარეში კანადის საზღვართან. ცოლ-ქმარი მიემგზავრებიან შვებულებაში და ცდილობენ საბოლოოდ შეურიგდნენ ერთმანეთს და ქორწინება შეინარჩუნონ. შვებულება კარგავს თავის ხიბლს, როდესაც მათ გზაზე გადაეღობებიან უცნობები უეიდი და ტერი, რომლებიც ბანდიტები აღმოჩნდებიან, მათ ბანკი გაძარცვეს.

ბრედი და კეიტი ცდილობენ მშობლებთან ერთად შეხვდნენ შობას. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ორივეს მშობლები გაშორებულები არიან და მათ ერთ დღეში ოთხ ადგილას უნდა მოასწრონ მისვლა.