ესპანელთა მიერ ინკების სახელმწიფოს დაპყრობისა და გაძარცვის შემდეგ გაჩნდა ლეგენდა ამაზონკის ჭაობებში ჩაკარგულ ზღაპრულად მდიდარ ქვეყანა ელდორადოზე. 1561 წელს მის საძებნელად გაემგზავრა ესპანელ თაღლითთა ექსპედიცია პისაროს ხელმძღვანელობით. გაუვალ ჯუნგლებში გააგზავნეს 40–კაციანი რაზმი დონ პედრო ურსოს მეთაურობით, რომლებსაც ნებისმიერ ფასად უნდა ეპოვათ ელდორადო. რამდენიმე დღეში რაზმმა მებრძოლების დაკარგვა დაიწყო. ისინი იღუპებოდნენ ინდიელების ისრებისგან და იძირებოდნენ მდინარეში. ურსომ დაბრუნება გადაწყვიტა. მისმა თანაშემწემ, აგირემ აჯანყება მოაწყო, მეთაურობა საკუთარ ხელში აიღო და ექსპედიცია გააგრძელა, მაგრამ მათ უკან დაბრუნება არ ეწერათ...

ჯიმი ჩუმი ბიჭია, რომელის იზრდება მეზობელ თანაკლასელ სტისთან ერთად. სტი ერთხელაც აღმოაჩენს, რომ ჯიმი უყვარს.არც ერთმა არ იცის დაზუსტებით ,რა უნდა გააკეთონ.

ლუიზიანას შტატის პატარა ქალაქში ტრუვი სილამაზის სალონის მფლობელია. ფილმში მოთხრობილია აქ მცხოვრები ექვსი ქალბატონის საოცარი ისტორია.

არმანის და ალბერტს მიაჩნიათ, რომ იდეალური ცხოვრებით ცხოვრობენ. მათ საკუთარი ღამის ბარი აქვთ მაიამის ცენტრში. მაგრამ მათ სიმშვიდეს მოულოდნელად დაარღვევს არმანის შვილის დაბრუნება, რომელიც ულტრაკონსერვატიული სენატორის კილის ქალიშვილის ცოლად შერთვას აპირებს. ამასთანავე სენატორი ცოლთან ერთად მოემართება სტუმრად მომავალი სიძის ოჯახის გასაცნობად. შეძლებენ არმანი და ალბერტი მათ მოტყუებას? კონსერვატორს საოცარი წარმოდგენა ელის.

ისტორია ვითარდება ჭორიკანა ქალების ელიტაში, რომელებიც მთელ დღეებს სილამაზის სალონში ატარებენ და ფეშენ შოუებს დაეძებენ. ბედნიერად დაქორწინებული მერი ჰაინესის ოჯახი კი ხიფათის წინაშე დგება, როდესაც გამყიდველი გოგონა კრისტალ ალენი მის ქმარს თვალს დაადგამს.