ეს ამბავი ძველ ეგვიპტეში ცივილიზაციის გარიჟრაჟზე მოხდა. სწრაფმა და დიდებულმა ნილოსმა ფარაონის სასახლის წინ ნაპირზე კალათა გამოიტანა ბავშვით. ძლიერმა მმართველმა იშვილა პატარა ბიჭი და დაარქვა სახელი მოსე. გავიდა წლები... მოსე და მისი ძმა რამზესი ერთად იზრდებოდნენ. მაგრამ დადგება დღე, როცა ერთ-ერთი ძმა დედამიწაზე უდიდესი იმპერიის მმართველი გახდება, მეორე კი წმინდანი... გმირების დაპირისპირება სამუდამოდ შეცვლის მათ ბედს და კაცობრიობის ისტორიას.
საიმპერატორო პინგვინების სამყაროში, სადაც პინგვინები სიმღერით პოულობენ თავიანთ სულიერ მეგობრებს, პატარა პინგვინი იბადება, რომელმაც არ იცის სიმღერა. სამაგიეროდ არაჩვეულებრივად ცეკვა შეუძლია.